ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ზუგდიდში ვლაქერნობა აღინიშნება

17 ივლისი, 2017

დღეს ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაული აღინიშნება. დღესასწაულის აღნიშვნა დილიდან დაიწყო.
ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელი დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის საცავიდან გამოაბრძანეს და და ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში დააბრძანეს, სადაც საზეიმო ლიტურგია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიოტმა გერასიმემ აღავლინა.

საზეიმო მსვლელობას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა, გამგებლის პირველი მოადგილე მამუკა წოწერია , ქალაქ ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია, და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეუერთდნენ.
,,გილოცავთ ამ ღირშესანიშნავ დღესასწაულს, ღვთისმშობლის კალთა ფარავდეს საქართველოს. ხელთუქმნელი სამოსელი უკვე საუკუნეებია საქართველოშია და ორმაგად სასიხარულოა, რომ ის სწორედ ჩვენს ქალაქში ინახება“-აღნიშნა ლაშა გოგიამ.

დღეს, ზუგდიდში მომლოცველები მთელი საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა მართლმადიდებლური ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ

გააზიარე