ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

ზუგდიდში თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ავტოპარკი შენდება

9 ნოემბერი, 2020
ფოტო: 

ავტოპარკის მოწყობის სამუშაოებს ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა გაეცნო.

„ვაშენებთ ახალ, თანამედროვე სტანდარტის შესაბამის ავტოპარკს, რომლის მსგავსი მუნიციპალიტეტში არასდროს გვქონია. მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება ჩვენი მთავარი საზრუნავია, მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება დაწყებულია. ზუგდიდს უკვე ჰყავს 15 ახალი ავტობუსი და მალე 25 ახალი ავტობუსი დაგვემატება. რომლითაც სარგებლობა შესაძლებელი იქნება როგორც ქალაქში, ისე სოფლებში. პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს გზების მშენებლობა“–აღნიშნა გიგა ფარულავამ.

გააზიარე