ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ზუგდიდში საქართველოს ეტალონის მეორე ეტაპი ჩატარდა

6 დეკემბერი, 2018

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, დღეს ინტელექტ- ჩემპიონატი საქართველოს ეტალონის მეორე ეტაპი ჩატარდა. 
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობა 54 საჯარო და კერძო სკოლის წარმომადგენელმა მიიღო. 
ქალაქში, ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ადგილის მფლობელი, #Iსაჯარო სკოლის მოსწავლე, ალექსანდრე მესხია, ხოლო მუნიციპალიტეტის მასშტაბით, გიგი ჩიხლაძე, კახათის #I საჯარო სკოლის მოსწავლე გახდა. 
ორივე გამარჯვებული 2019 წლის ზაფხულში, „საქართველოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოსაპოვებლად გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ქვეყნის მასშტაბით პირველი ადგილის მფლობელები შეხვდებიან ერთმანეთს.

გააზიარე