ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

ზუგდიდში საბავშვო მოედნებს დეზინფექცია ჩაუტარდა

14 სექტემბერი, 2020
ფოტო: 

 კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, ზუგდიდში ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების პროცესი მიმდინარეობს. დღეს, სპეციალური ხსნარით, საბავშვო მოედნები და მრავალბინიანი კორპუსის ეზოები მოირეცხა. სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა გაეცნო.

 ,,ვაგრძელებთ საპრევენციო ღონისძიებების გატარებას. დღეს სპეციალური ხსნარით საბავშვო მოედნები და კორპუსების ეზოები დავამუშავეთ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები“-განაცხადა კონსტანტინე კაკავამ.

ზუგდიდში კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებები სისტემატურად ჩატარდება.

გააზიარე