ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ზუგდიდში მოქალაქეებისთვის უფასო კონსულტაციები მიმდინარეობს

9 ოქტომბერი, 2017

ზუგდიდში C ჰეპატიტის მართვის ცენტრში მოქალაქეებისთვის უფასო კონსულტაციები მიმდინარეობს.

ქველმოქმედ ბიზნესმენტა ინიციატივით, უფასო კონსულტაციებს მოქალაქეებს უწევენ ექიმები:

გრიგოლ ცინცაძე( მე-9 საავადმყოფოში ონკო-გენეკოლოგი, ქირურგი, განყოფილების უფროსი),

ნინო ქართველიშვილი (მე-9 საავადმყოფოს ონკოლოგი-მამოლოგი),

გოგიტა ძაგნიძე(მსოფლიო ონკო ასოციაციის ვიცე- პრეზიდენტი, მე-9 საავადმყოფოს დეპარტამენტის დირექტორი, ქირურგი, მამოლოგი),

ირაკლი ღლონტი (ინგოროყვას საავადმყოფოს მუცლის ღრუს ქირურგიის დეპარტამენტის დირექტორი. ატარებს თირკმლების გადანერგვის ოპერაციებს. ჩატარებული აქვს თირკმლის გადანერგვის 25 ოპერაცია, ყველა წარმატებით.

მოქალაქეების უფასო კონსულტაცია გუშინ დაიწყო და დღესაც გრძელდება.

კონსულტაციების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების უფროსი სალომე ჩანგელია დაესწრო.

გააზიარე