ზუგდიდში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყებულია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყებულია. პროექტი გზების ორმულ შეკეთებას გულისხმობს. ამ ეტაპზე გზის ორმული შეკეთება ურთას ადმინისტრაციულ ერთეულსა და გამსახურდიას ქუჩაზე მიმდინარეობს, იგეგმება - ბარამიას, თავისუფლების, მეუნარგიას, პუშკინის, ქუთაისის, მესხიას, თამარ მეფისა და ჯანაშიას ქუჩების ორმული შეკეთება. პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარამდეა გამოყოფილი, მეორე ეტაპის სამუშაოებზე კი 100 000 ლარამდე დაიხარჯება.