ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

ზუგდიდში ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

17 დეკემბერი, 2019
ფოტო: 

ფოტოალბომი facebook

ზუგდიდში აქტიურად მიმდინარეობს მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო ბორდიურები, წყალსაწრეტები, გაზონები, მოსასვენებელი სივრცეები, ელექტრო სისტემა და გარე განათება. ასევე 6 ლოკაციაზე მოეწყო საბავშვო მოედნები.

 დღეს, ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში, თამარ მეფის ქუჩაზე, მრავალბინიანი კორპუსების ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიგა ფარულავამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან დავით ფარცვანიასთან ერთად დაათვალიერა.

 გიგა ფარულავას განცხადებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისთვის მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობა მომავალ წელსაც გაგრძელდება, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ დასასვენებლად კეთილმოწყობილი და კომფორტული გარემო. მისივე თქმით პროექტის განსახორციელებლად 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

მიმდინარე წელს ზუგდიდში სულ 12 მრავალბინიანი ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდა, რომლისთვისაც 1 307 307 ლარი დაიხარჯა.

გააზიარე