ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

ზუგდიდში ახალი თეატრის შენობის მშენებლობა მიმდინარეობს

13 ივლისი, 2019

ფოტოალბომი facebook

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მერთან გიორგი შენგელიასთან და მერის მოადგილეებთან ერთად, თეატრში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

თეატრში განთავსებული იქნება ორი სასცენო კომპლექსი, პირველი მთავარი
განვითარებული ცხაურფენილიანი სცენით და დიდი სამაყურებლო დარბაზით,
სულ 570 სამაყურებლო ადგილი, პარტერში 390, ბალკონი 180. მეორე
ექსპერიმენტალური სცენა–ესტრადით და მცირე დარბაზით 138 ადგილით.

აქვე იქნება თეატრისთვის საჭირო საწარმოო, სასაწყობო და ტექნიკური
დანიშნულების სათავსოები თავისი აღჭურვილობით.

მოწვეული სპეციალისტებისთვის დაპროექტებულია სასტუმრო 4 ოთახით.

გათვალისწონებულია მუზეუმი, ბუფეტი პერსონალისთვის და სტუმრებისთვის.

შენობის საერთო ფართი 6900 კვ.მ. იქნება.

მშენებლობა 2020 წლის ბოლოს დასრულდება და მისი ღირებულებაა 16 000 000 ლარამდეა.

პროექტს ფონდი "ქართუ" აფინანსებს.

გააზიარე