ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ზუგდიდს განახლებული საჭადრაკო სკოლა ექნება

9 ივლისი, 2018

ზუგდიდს განახლებული საჭადრაკო სკოლა ექნება საჭადრაკო სკოლის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დაწყებულია. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შენობის რეკონსტრუქცია, არსებულ შენობაზე მეორე სართულის დაშენებით, სადაც განთავსდება დამატებითი საკლასო ოთახები, შეჯიბრების ჩასატარებელი დარბაზი, ადმინისტრაციის ოთახი და სანიტარული კვანძები. მოეწყობა წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, ელექტრომომარაგების და გათბობა-გაგრილების ახალი სისტემა. ფასადზე, თანამედროვე კომპოზიტური მასალებით, ახალი არქიტექტურული ფორმების მოწყობით განახლდება შენობის გარე იერსახე. შენობა შშმ პირთათვის ადაპტირებული იქნება. პროექტის სრული ღირებულება 865 300,87 ლარს შეადგენს. 2018 წელს დაგეგმილია 500 000 ლარის სამუშაოების განხორციელება, ხოლო დანარჩენი სამუშაოები განხორციელდება 2019 წელს. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

გააზიარე