ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 89 პროექტი ხორციელდება

8 ოქტომბერი, 2020
ფოტო: 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 89 პროექტი ხორციელდება, რისთვისაც 1 224 523.31 ლარია გამოყოფილი.

პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში ეწყობა: ხიდ–ბოგირები, მილ–ხიდები, სტადიონები, გარე განათება, სკვერები, მოსაცდელები, მემორიალი და გზების რეაბილიტაცია.

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ სოფლად ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ერთ-ერთი მთავარი წყაროა.

ეს არის საუკეთესო საშუალება თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გასაზრდელად და სოფლის პირველი რიგის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებათა დასაფინანსებლად.

მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ თავად განსაზღვრა ის პრიორიტეტები, რომელთა განხორციელებაც უმნიშვნელოვანესია მათი ადმინისტრაციული ერთეულისთვის.

გააზიარე