ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა

11 May, 2020

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე მალხაზ თორიასთან ერთად, ოქტომბერში, ანაკლიასა და განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულებში, განახლებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

განმუხურში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ამფითეატრის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოევდება. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 059 432 ლარით დაფინანსდა.

აქტიურად მიმდინარეობს ანაკლიაში კაფე-რესტორნის რეაბილიტაცია. კაფე-რესტორანში დამონტაჟდა კიბე და ლიფტი, გაიწმინდა და შეიღება შენობა.
დასრულების ეტაპზეა შემინვითი სამუშოები.
სამუშაოებს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ახორციელებს და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 2 129 650 ლარია.

ოქტომბერის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ღირებულემა 1122 606 ლარია. სულ მოეწყობა 2 200 გრძივი მეტრის გზა და სანიაღვრე არხი.

პროექტი საქართველოს რეგიონალური განვითარების ფომდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

გააზიარე