ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, 2020-2023 წლის პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების პროცესი დაიწყო

22 მარტი, 2019

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, 2020-2023 წლის პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების პროცესი,  საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 54-ე და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 76-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით დაიწყო.   

მერის ბრძანების საფუძველზე პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების მიზნით შექმნილმა  ჯგუფმა  სამუშაო შეხვედრა დღეს გამართა.

სამუშაო შეხვედრაზე, დღის წესრიგის ფარგლებში, პრიორიტეტების შერჩევასა და სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირებაში მოსახლეობის ჩართულობის ღონისძიებები განიხილეს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია 2020 წლიდან სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირებას იწყებს.

 

პრიორიტეტების შერჩევასა და სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირებაში მოსახლეობის ჩართულობის აუცილებლობის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს სთავაზობს ელექტრონულ ფორმატს რათა თითოეულმა დაინტერესებულმა ადამიანმა შეძლოს სამოქალაქო ინიციატივის დაფიქსირება. გადმოიწერე ელექტრონული დოკუმენტი

 

 

გააზიარე