ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალი სოციალური პროგრამა დაიწყო.

6 დეკემბერი, 2018

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ წელს პირველად სოციალური პროგრამის ფარგლებში ახალი პროექტის ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების კვებით უზრუნველყოფა’’ დაიწყო.

პროგრამა ადმინისტარციულ ერთეულებში მცხოვრები განსაკუთრებით მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობების მქონე პირების ზამთრის პერიოდში საკვები პროდუქტებით დახმარებას ითვალისწინებს.

413 ოჯახი პროგრამის ფარგლებში მერიისგან ერთჯერადად საკვებ პროდუქტებს: შაქარს, ფქვილს, ზეთს, კარტოფილს, მაკარონსა და ხახვს მიიღებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ დახმარების გაცემა 4 დეკემბერს დაიწყო და ის ეტაპობრივად განხორციელდება.

ამ დროისთვის საკვები პროდუქტები 170-მდე ბენეფიციარს გადაეცა.

გააზიარე