ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

ზუგდიდის მერიაში საპრევენციოდ გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს

14 სექტემბერი, 2020
ფოტო: 

კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ, სამსახურებისა და ა(ა)იპი-ების უფროსებთან შეხვედრა გამართა.

სხდომაზე განიხილეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ერთობლივად გასატარებელი ღონისძიებები. მერმა, პირველ რიგში, სამსახურის უფროსებს დაავალა, მაქსიმალურად გაკონტროლდეს თანამშრომლების მდგომარეობა, მათი მოგზაურობის ისტორიები და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში რეაგირება იყოს დროული.

„ჩვენთვის მნიშნველოვანია, თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობა, მაქსიმალურად კოორდინირებულად უნდა ვიმუშაოთ, რომ მინიმუმამდე შევამციროთ გავრცელება. აუცილებელია დახურულ სივრცეში პირბადის ტარება, რეკომენდაციის შესაბამისად. სადეზინფექციო ხსნარით ხელების მუდმივი დამუშავება“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ. მერმა ზედამხედველობის სამსახურს დაავალა, აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე მონიტორინგის გამკაცრება. 

როგორც მერმა შეხვედრზე აღნიშნა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, 14 სექტემბრიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის. აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეეხება იმ სამსახურებს, რომელთა დისტანციურ რეჟიმზე გადასვლაც შეაფერხებს მერიის მუშაობას. მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ დეზინფექცია ჩაუტარდება საჯარო სკოლის იმ ტრანსპორტს, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსწავლეების გადაადგილებას. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მუდმივად ხორციელდება სადეზინფექციო სამუშაოები.

გააზიარე