ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ზუგდიდის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

5 თებერვალი, 2018

ფოტოალბომი Facebook

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მაიზერ ნანავამ, საკრებულოს თავმჯდომარესთან მამუკა წოწერიასთან ერთად, მერიის სამსახურების უფროსებთან, ა(ა)იპე-ბის და შპს-ების წარმოამდგენლებთან ტრადიციული სამუშაო შეხვედრა გამართა. 

შეხვედრაზე გარემოვაჭრეებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს. მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის განცხადებით, რამდენიმე გარემოვაჭრე შეთავაზებულ ფართებს დათანხმდა და ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე ვაჭრობა დაიწყო: "ფართებით დაკმაყოფილდება ყველა გარემოვაჭრე, ისინი სამი თვის განმავლობაში გათავისუფლდებიან გადასახადებისგან, ჩვენ ვთავაზობთ თითოეულ გარემოვაჭრეს ფართებს  შესაბამის სექციებში".

ტრადიციულ შეხვედრაზე მაწანწალა ძაღლების პრობლემაზე ისაუბრეს, რის  მოგვარებაზეც ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. საუბარი ასევე შეეხო შინაური ცხოველების პრობლემას. მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვი რომლებიც ქალაქის ტერიტორიაზე  დაფიქსირდებიან, მათი მფლობელები ახალი რეგულაციებით დაჯარიმდებიან. სპეციალურ ადგილზე -100 ლარი, დღიური მოვლა-პატრონობა -50 ლარი.ჯარიმის გადახდის ვადა ხუთ დღეს შეადგენს, გადაუხდელობის შემთხვევაში პირუტყვი გადაყვანილ იქნება სარეალიზაციოდ. 

მერის მოადგილესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან გამართულ შეხევდარზე, მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახებისთვის სახლების მშენებლობის პროგრამაზეც ისაუბრეს. პროგრამის ფარგლებში  განცხადებების მიღება დაწყებულია და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

გააზიარე