ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

ზუგდიდის მერიამ 123 მოქალაქე დააფინანსა

8 თებერვალი, 2019

 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე 123 მოქალაქეს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება დაუფინანსა.

კომისიის გადაწყვეტილებით, სტაციონალური სამედიცინო მომსახურეობა, ოპერაცია 18, კომპიუტერული კვლევა ( ტომოგრაფია, კორონაროგრაფია) 17, ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენა 86, დაუნის სინდრომის მქონე 2 ბენეფიციარს კი სარეაბილიტაციო მკურნალობა დაუფინანსდა.

სამედიცინო მომსახურებების დასაფინანსებლად გახარჯულმა თანხამ 31 720 (ოცდათერთმეტი ათას შვიდას ოცი) ლარი შეადგინა

გააზიარე