ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

ზუგდიდის მერი ცენტრალურ ბაზარში არსებულ სიტუაციას გაეცნო

14 April, 2020

ფოტოალბომი

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად, ზუგდიდის აგრარულ ბაზარში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. 

 

 „ცენტრალური სუპერმარკეტის მუშაობის პროცესს ადგილზე გავეცანით. ნაკადების გადაადგილება და მოქალაქეების შეშვება აღნიშნულ ობიექტზე მკაცრად კონტროლდება. ასევე, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს დარჩენილი ნაწილის სამუშაოები. ძალიან დიდი შრომა გასწიეს კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურებმა, მოწესრიგდა პერიმეტრი. შემდგომ მოხდება დეზინფექცია, შევა სურსათის უვნებლობის სააგენტო, გაუწევენ რეკომენდაციებს და მხოლოდ ამის შემდგომ, განიხილება საკითხი, დანარჩენი ტერიტორიის გახსნასთან დაკავშირებით“- აღნიშნა გიორგი შენგელიამ. 

 

12 აპრილს, ცენტრალური სუპერმარკეტის ნაწილმა ფუნქციონირება განაახლა. აღნიშნული ტერიტორია დამუშავდა სპეციალური ხსნარით, ასევე სისტემატურად მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები, დამონტაჟდა სხვადასხვა დეზინფექციისთვის საჭირო საშუალებები, მოეწყო დეზობარიერები. მოქალაქეები ბაზრის ტერიტორიზე შეზღუდული რაოდენობით გადაადგილდებიან. ბაზრის ფუნქციონირება მკაცრად კონტროლდება ზედამხედველობისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. 

 დისტანციის დაცვასა და მოქალაქეების გადაადგილებას, მოხალისეთა ჯგუფი აკონტროლებს.

გააზიარე