ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

ზუგდიდის ქუჩების დეზინფექცია გრძელდება

14 April, 2020

ფოტოალბომი

კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, ზუგდიდში ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების პროცესი გრძელდება. დღეს, სპეციალური ხსნარით, ცოტნე დადიანის ქუჩა და მრავალბინიანი კორპუსის ეზოები, ტროტუარები მოირეცხა. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა და მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა გაეცნენ. სადეზინფექციო სამუშაოები ა(ა)იპ ,,კეთილმოწყობის მართვის ცენტრმა“, ა(ა)იპ ,,ზუგდიდასუფთავებას ცენტრმა “ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ერთობლივად განახორციელეს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დეზინფექცია მრავალბინიან კორპუსებს, საჯარო სკოლებს, საბავშო ბაღებს და ღია სივრცეებს ჩაუტარდა. ქუჩების დამუშავების პროცესი სამომავლოდაც გაგრძელდება.

გააზიარე