ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში სარეკონსტრუქციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

7 თებერვალი, 2018

ფოტოალბომი facebook

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ,  საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან და

 

ადგილობრივი ხელისუფლების სხვა  წარმომადგენლებთან ერთად,   ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

ცენტრალურ ბულვარში  სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს.  ამ ეტაპზე,  დასრულდა გარე განათების მონტაჟი და  წყლის ძველი არხის დემონტაჟი. 

 პროექტით გათვალისწინებულია მოაჯირებიანი ხიდ-გადასასვლელების, სარწყავი სისტემისა და წყალსაწრეტის მოწყობა, ასევე დეკორატიული ქოთნების განთავსება. მცენარეთა დარგვა ადრე გაზაფხულისთვის, თებერვლისა და მარტის თვეებში მოხდება. პროექტის ფარგლებში განხორციელდება არსებული არხის დემონტაჟი და ახალი არხის მოწყობა, შეიცვლება განათების სისტემა, დაიდგმება ახალი სკამები და სანაგვე ურნები, ბულვარის ტროტუარებზე შშმ პირების დაუბრკოლებელი მოძრაობისათვის მოეწყობა პანდუსები, განახლდება ბულვარის გამწვანება, სამუშაოები 2018 წლის 7 ივნისს დასრულდება. 

პროექტის ღირებულება 789 970 ლარს შეადგენს.

გააზიარე