ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ხანდაზმულთა სოციალური დაცვა

  1. 100  წელს  გადაცილებულ ხანდაზმულთა  ერთჯერადი ფულადი დახმარება  500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

  • დახმარების მისაღებად ხანდაზმულის ოჯახის წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
  1.  განცხადება;
  2. ხანდაზმულის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ოჯახის წევრის ან განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;  
  3. ოჯახის წევრის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა ან მემკვიდრეობის ცნობა);                                                 
  4. საბანკო ანგარიშის ნომერი;
  5. ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის წერილი.
  6. მარტოხელა მოხუცების შინ მოვლა.

ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

  1.  ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი; 
  2. ხანდაზმულის პირადობის მოწმობის ასლი.
  3. სოციალურად დაუცველი (65 001-ზე ნაკლები) გარდაცვლილი უმწეო ბენეფიციარის ოჯახისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

 

  • დახმარების მისაღებად ოჯახმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
  1. განცხადება;
  2.  განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
  3. ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;  
  4.  განმცხადებლის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  5. გარდაცვალების მოწმობის ასლი;
  6. განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
  7.  ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის წერილი.
გააზიარე