ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ხანდაზმულთა, მარტოხელა მოხუცების შინმოვლისა და სოციალურად დაუცველი გარდაცვლილი ბენეფიციარების ოჯახების მხარდაჭერის პროგრამა

  • ხანდაზმულთა, მარტოხელა მოხუცების  შინმოვლისა და  სოციალურად  დაუცველი  გარდაცვლილი  ბენეფიციარების  ოჯახების მხარდაჭერის  პროგრამა 

 

  • 100  წელს  გადაცილებულ ხანდაზმულთა  ერთჯერადი ფულადი დახმარება  500 (ხუთასი) ლარის ოდენობით

 

  • განსაკუთრებულ  შემთხვევებში, თუ  ბენეფიციარის  მიერ წარმოდგენილი  დოკუმანტაცია  არ აკმაყოფილებს  მე-8 მუხლის  მე-3 პუნქტის ,,დ’’- ქვეპუნქტის  მოთხოვნებს  გადაწყვეტილებას  განცხადების  დაკმაყოფილების  შესახებ  მიიღებს  სოციალური მდგომარეობისა და  პირობების  შემსწავლელი კომისია. 

 

  • დახმარების მისაღებად ოჯახმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
  • განცხადება;
  • განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
  • ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;  
  • განმცხადებლის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • გარდაცვალების მოწმობის ასლი;
  • განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
  • ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის წერილი.
  • სოციალურად დაუცველი (65 001-ზე ნაკლები) გარდაცვლილი სოციალურად დაუცველი ბენეფიციარის ოჯახისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

მარტოხელა და მარტომცხოვრები ხანდაზმულის შინმოვლა ითვალისწინებს  მარტოხელა  და  მარტომცხოვრების  ხანდაზმულების  შინმოვლის სერვისს, რომელთაც არ ააქვთ ფიზიკური და  ეკონომიური საშუალება მოიწესრიგონ თავიანთი საყოფაცხოვრებო გარემო პირობები. შერჩევა მოხდება შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე.

  • ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
  • ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი;
  • ხანდაზმულის პირადობის მოწმობის ასლი.
  • მარტოხელა  და მარტომცხოვრები ხანდაზმულების  შინ მოვლა
  • დახმარების მისაღებად ხანდაზმულის ოჯახის წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება;
  • ხანდაზმულის პირადობის მოწმობის ასლი;
  • ოჯახის წევრის ან განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;     
  • ოჯახის წევრისნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადებისან ქორწინების მოწმობა ან მემკვიდრეობის ცნობა);                                                 
  • საბანკო ანგარიშის ნომერი;
  • ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის წერილი.
გააზიარე