ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

,,ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი"-თამელა მელიასთან

1 აგვისტო, 2017

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ჩეხურ არასამთავრობო ორგანიზაცია People In Need Georgia (PIN)-თან ერთად, ინოვაციურ პროექტს, ,,ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“ წარმატებით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის განყოფილების წარმომადგენლებმა, მობილური ჯგუფის წევრებთან ერთად, ხეცერას ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები, 78 წლის მარტოხელა ბენეფიციარი თამელა მელია მოინახულეს. თამელა მელიას მოუწესრიგდა საცხოვრებელი გარემო, გადაეცა საკვები პროდუქტები და სამედიცინო მომსახურება გაეწია. პროექტი 30 ბენეფიციარზეა გათვლილი. სამიზნე ჯგუფს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფი - მარტოხელა ხანდაზმულები წარმოადგენს, რომელთაც არ აქვთ ფიზიკური და ეკონომიური საშუალება მოიწესრიგონ თავიანთი საცხოვრებელი გარემო-პირობები.

გააზიარე