ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

,,ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“-ციალა სვირავასთან

31 ივლისი, 2017

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიმდინარე წელს ახალი ინოვაციური პროექტის ,,ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი-“ს განხორციელება დაიწყო.

პროექტს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ჩეხურ არასამთავრობო ორგანიზაცია People In Need Georgia (PIN)-თან ერთად წარმატებით ახორციელებს.

,,ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“-ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის განყოფილების წარმომადგენლებმა, მობილური ჯგუფის წევრებთან ერთად, კოკის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები, 90 წლის მარტოხელა ბენეფიციარი ციალა სვირავა მოინახულეს. ციალა სვირავას მოუწესრიგდა საცხოვრებელი გარემო, გადაეცა საკვები პროდუქტები და სამედიცინო მომსახურება გაეწია.

პროექტი 30 ბენეფიციარზეა გათვლილი.

სამიზნე ჯგუფს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფი - მარტოხელა ხანდაზმულები წარმოადგენს, რომელთაც არ აქვთ ფიზიკური და ეკონომიური საშუალება მოიწესრიგონ თავიანთი საცხოვრებელი გარემო-პირობები.

გააზიარე