ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

"ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“

11 ოქტომბერი, 2018

 

გრძელდება შინმოვლის პროგრამის,,მზრუნველი მობილური ჯგუფი“ განხორციელება. ამ ეტაპზე, მობილური ჯგუფის წევრები დიდინეძის,განმუხურის,დარჩელისა და კახათის ადმინისტრაციულ ერთეულში 14 მარტოხელა ბენეფიციართან იმყოფებოდნენ, საცხოვრებელი გარემო მოუწესრიგეს, სამედიცინო მომსახურება გაუწიეს და მედიკამენტები გადასცეს. სამიზნე ჯგუფს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფი - მარტოხელა ხანდაზმულები წარმოადგენს, რომელთაც არ აქვთ ფიზიკური და ეკონომიური საშუალება მოიწესრიგონ თავიანთი საცხოვრებელი გარემო-პირობები. პროექტი ხელს უწყობს მარტოხელა და მარტო მცხოვრები ხანდაზმულებისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და საზოგადოებასთან ინტეგრაციას. პროექტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2017 წელს, ჩეხურ არასამთავრობო ორგანიზაცია People In Need Georgia (PIN)-თან ერთად დაინერგა.

გააზიარე