ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

,ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“

9 ოქტომბერი, 2017

პროექტი ,,ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“ გრძელდება. პროექტის ფარგლებში, გამგეობის სოციალური დაცვის განყოფილების წარმომადგენლები ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულში, მარტოხელა ბენეფიციარებთან იმყოფებოდნენ. გამგეობის წარმომადგენლებმა მობილური ჯგუფის წევრებთან ერთად, ბენეფიციარებს საცხოვრებელი გარემო მოუწესრიგეს,სიმინდის მოსავლის აღებაში დაეხმარნენ და საკვები პროდუქტები გადასცეს. სამიზნე ჯგუფს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფი - მარტოხელა ხანდაზმულები წარმოადგენს, რომელთაც არ აქვთ ფიზიკური და ეკონომიური საშუალება მოიწესრიგონ თავიანთი საცხოვრებელი გარემო-პირობები. პროექტი 30 ბენეფიციარზეა გათვლილი. პროექტი დაფინანსბულია ევროკავშირის მიერ, ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“- (People In Need) პროექტის ფარგლებში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური განყოფილების 2017 წლის პროგრამით - „სოციალურად დაუცველი ოჯახების და მოწყვლადი ჯგუფების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი პროექტების თანადაფინანსების პროგრამა“.

გააზიარე