ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ხანდაზმულებისათვის

ხანდაზმულთა, მარტოხელა მოხუცების და სოციალურად დაუცველი გარდაცვლილი ბენეფიციარების ოჯახების მხარდაჭერის პროგრამა 

პროგრამა ითვალისწინებს  100 წელს გადაცილებული და მარტოხელა მოხუცების მორალურ, მატერიალურ და ფინანსურ  მხარდაჭერას, სოციალურად დაუცველი, გარდაცვლილი ბენეფიციარის ოჯახის მხარდაჭერას, ასევე ხანდაზმულთა საერთაშორისო დღის - 1 ოქტომბრის ღონისძიების ფინანსურ მხარდაჭერას, კონკრეტულად:

1. 1000 ლარიანი ერთჯერადი ფულადი დახმარება - 100 წელს გადაცილებული პირებისათვის

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • განცხადება  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე
  • განმცხადებლის  პირადობის მოწმობის ასლი
  • ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის  წერილი
  • განმცხადებლის ბანკის  ანგარიშის  ნომერი

2.  100 ლარიანი ერთჯერადი ფულადი  დახმარება - მარტოხელა მოხუცებისათვის.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  •  განცხადება  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე
  • განმცხადებლის  პირადობის მოწმობის ასლი
  • ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის  წერილი
  • განმცხადებლის ბანკის  ანგარიშის  ნომერი

3. 200 ლარიანი ერთჯერადი ფულადი დახმარება - სოციალურად დაუცველი გარდაცვლილი ბენეფიციარის ოჯახისათვის.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • განცხადება  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე
  • განმცხადებლის  პირადობის მოწმობის ასლი
  • განმცხადებლის გარდაცვლილთან დამოკიდებულების  დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა) ასლი ან ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის  წერილი
  •  გარდაცვლილის  პირადობის  მოწმობის ასლი
  • გარდაცვალების მოწმობის ასლი
  • სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი
  •  განმცხადებლის ბანკის ანგარიშის  ნომერი
გააზიარე