ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

უხვმა ნალექმა გარკვეული სახის პრობლემები შექმნა

10 აგვისტო, 2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს ძლიერი წვიმის შედეგად გარკვეული სახის ზიანი მიადგა. გრიგოლიშში, ჯიხაშკარსა და ნარაზენში გზები ჩამოირეცხა.

ჯიხაშკარში 2 ოჯახს საკარმიდამო ნაკვეთი დაეტბორა, ხოლო ცაცხვი -ცაიშის გზაზე ღელეს ადიდებას საავტომობილო გზებზე მოძრაობის შეფერხება არ გამოუწვევია.

შესაბამისი სამსახურები უკვე მუშაობენ ადგილზე პრობლემების აღმოსაფხვრელად.

გააზიარე