ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამა

  უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამა  

ითვალისწინებს უსახლკარო, უმწეო კატეგორიის  მოსახლეობისათვის მცირე ფართიანი ინდივიდუალური სახლების  მშენებლობას, ხოლო მძიმე  საცხოვრებელი  პირობების  მქონე  პირებისათვის  მინიმალური  საცხოვრებელი პირობების  შექმნის  მიზნით  ერთი  თბილი  ოთახის  მოწყობას (5 ათასი ლარის ფარგლებში)(მუნიციპალიტეტის  გამგებლის  მიერ  დამტკიცებული  პროექტის, დებულების და კომისიის მეშვეობით).

1.საცხოვრებელი სახლების  მშენებლობა 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:        

  •  განცხადება  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე
  •  განმცხადებლის  პირადობის მოწმობის ასლი
  •  სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი
  •  ესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ( შშმპ, ომის ვეტერანი,  მარჩენალდაკარგული,მრავალშვილიანი  და სხვა)
  •    ამონაწერი საჯარო რეესტრიდან  მიწის საკუთრებაზე
  •   ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის  წერილი  

2.საცხოვრებლი სახლების რემონტი (ერთი თბილი ოთახი) წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  •  განცხადება  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე
  •  განმცხადებლის  პირადობის მოწმობის ასლი
  •  სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი
  •  ესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ( შშმპ, ომის ვეტერანი,   მარჩენალდაკარგული,მრავალშვილიანი  და სხვა)
  •  ამონაწერი საჯარო რეესტრიდან  საცხოვრებელი სახლის საკუთრებაზე
  •  ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის  წერილი

 

გააზიარე