ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება

10 თებერვალი, 2020
ფოტო: 

ფოტოალბომი facebook 

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა და შ.პ.ს ,,კავკასიის საერთაშორისო ოლიმპიადა“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, ასევე მემორნდუმი გაფორმდა მერიასა და სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის.

მემორანდუმს ხელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, შ.პ.ს ,,კავკასიის საერთაშორისო ოლიმპიადა“-ს დირექტიორმა თაბუკა ჯიქიამ და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა თეონა ხუფენიამ მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანი განათლების სფეროს განვითარება, ხელშეწყობა, ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენა და წახალისება, ასევე ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზებაა.

,, ახალგაზრდებთან შეხვედრა ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, ჩვენი მიზანი სტუდენტების წახალისება და მეტი მოტივაციის გაჩენაა მათთვის. შოთა მესხიას უნივერსიტეტი ზუგდიდის სავიზიტო ბარათია და ჩვენ ვამაყობთ ამ უნივერსიტეტით. მჯერა, ერთად ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ“-აღნიშნა ახალგაზრდებთან მიმართვისას გიორგი შენგელიამ.

,,კავკასიის საერთაშორისო ოლიმპიადამ“ დანერგა სისტემა, რომელიც საქართველოში პირველად ელექტრონული ვერსიით, კომპიუტერულ ბაზაზე აძლევს საშუალებას მოსწავლეებს გახდნენ მომავლის ნაწილი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ოლიმპიადაში გამარჯვებულ აბიტურიენტს, შემდგომში უმაღლესი საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის საფასურს დაუფინანსებს.

დღესვე, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა შპს ,,ბესთ კოპი“-სა და ,,კავკასიის საერთაშორისო ოლიმპიადა“-ს შორის.

გააზიარე