ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

25 ივნისი, 2021
ფოტო: 

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას, ა(ა)იპ ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრსა“ და ,,გრინ ფორ ჯორჯიას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ზუგდიდის მუნიციაპლიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე კაკავამ, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ზვიად ქარჩავამ და ,,გრინ ფორ ჯორჯიას“ დირექტორმა ირაკლი უჯმაჯურიძემ მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი განსაზღვრავს მხარეებს შორის თანამშრომლობის პირობებს, მოსახლეობისა და იურიდიული პირების ფინანსური კონტრიბუციით, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში კოლხური ფლორის სანერგე მეურნეობის მოწყობას, ბაღის ტერიტორიის ბოტანიკურ გამრავალფეროვნებას და ადგილობრივი ფლორის პოპულარიზაციას.

შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.

გააზიარე