ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

უნივერსიტეტის ბაზაზე ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

2 April, 2021
ფოტო: 

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბაზაზე ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. 250 პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შენობა პირველ სტუდენტებს ინფორმაციული ტექნოლოგიების, ჯანდაცვის, განათლებისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებების პროფესიულ პროგრამებზე ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს.

,,ვაგრძელებთ პროფესიული სასწავლებლის მშენებლობას, რომელიც 250 სტუდენტზეა გათვლილი. მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტს პროფესიული მიმართულებით აქვს პრაქტიკა სწავლა-განათლების და სწორედ ამის ხელშეწყობა ხდება ახალი ობიექტის მშენებლობით. მუნიციპალიტეტისთვის ამ მიმართულების განვითარება პრინციპულად მნიშვნელოვანია, რამეთუ მოთხოვნა აღნიშნულ სპეციალობებზე მზარდია“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

მშენებლობის დასრულების შემდეგ სასწავლო სივრცეები და აუდიტორიები უახლესი აპარატურითა და ტექნიკით აღიჭურვება. ყველა პროგრამა უზრუნველყოფილი იქნება სწავლებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურით, კორპუსის ტერიტორიაზე მოეწყობა რეკრეაციული ზონა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება მილიონ შვიდასი ათასი ლარია.

უნივერსიტეტის ბაზაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერ გიორგი შენგელიასთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანთან ერთად გაეცნო.

გააზიარე