ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

ტყაი-რიყეს გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

4 მარტი, 2019

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ტყაია-რიყეს გავლით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ პალურამდე მისასვლელი, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 512 691 ლარია.

ტენდერი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა.

გააზიარე