ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ტექნოპარკი - სკოლებში ინოვაციური კლუბები გაიხსნება

11 April, 2017

ზუგდიდში ტექნოლოგიურ პარკში ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, პროექტი ითვალისწინებს სკოლებში ინოვაციური კლუბების შექმნას. კლუბში გაერთიანდებიან ის ადამიანები, რომელთათვისაც მთავარი მიზანი ინოვაციების და ტექნოლოგიების ეკოსისტემის განვითარებაა. კლუბების მთავარი დანიშნულება სხვადასხვა ღონისძიებებითა და აქტივობებით, მოსწავლეთა უნარჩვევებისა და ინტერესების რეალიზების ხელშეწყობა იქნება. მათი აქტიური ჩაბმა სკოლის გარემოში და მასთან ასოცირებული დადებითი ემოციებისა და ლოიალობის გაჩენა. 

პრეზენტაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანი და გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გამგებლის მოადგილემ თამაზ ჟორჟოლიანმა, ინვოციური კლუბების შექმნის იდეა დადებითად შეაფასა და თავის მხრივ აღნიშნა, რომ მსგავსი მიმართულების კლუბების არსებობა სკოლებში, არა თუ საჭიროა, არამედ აუცილებელიცაა, რათა მოხდეს მოზარდების შემეცნების გაღრმავება და ამ მიმართულებით მათი დაინტერესება. 

პროექტი საქართველოში ინოვაციური პროექტების ცნობადობის ამაღლების მიზნით ხორციელდება.

გააზიარე