ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

თავშესაფრის გარეშე დარჩენილთათვის ან /და მიუსაფართათვის

  სხვადასხვა მიზეზით უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთა ხელშეწყობის პროგრამა 

ხანძრის, დიდთოვლობის,  ქარბუქის, მიწისძვრის, წყალდიდობის, მეწყერის და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი და დაზარალებული მოსახლეობისათვის მინიმალური  საცხოვრებელი პირობების შექმნა, ყოფითი პირობების გაუმჯობესება, ფინანსური და მორალური თანადგომა. უსახლკაროდ დარჩენილთა ბინის ქირით უზრუნველყოფა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა, კონკრეტულად:

1. 1000 ლარის  ფარგლებში ერთჯერადი ფულადი დახმარება – ხანძრის, დიდთოვლობის, ქარბუქის, წყალდიდობის, მიწისძვრის, მეწყერის და სხვა სტიქიური  მოვლენების  შედეგად უსახლკაროდ  დარჩენილი და დაზარალებული მოსახლეობისათვის (სოციალური  მდგომარეობისა  და პირობების შემსწავლელი  კომისიის  გადაწყვეტილების   საფუძველზე).

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • განცხადება  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე
  • განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი
  • სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი (არსებობის შემთხვევაში)
  •  გეოლოგიური  დასკვნა (მეწყერის შემთხვევაში)
  • სახანძროს ცნობა   (სახლდამწვარზე)
  • ზარალის ამსახველი ფოტომასალა (ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ დადასტურებული)
  • ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის წერილი  
  • ექსპერტიზის აქტი საჭიროების შემთხვევაში
  • განმცხადებლის ბანკის ანგარიშის ნომერი

2. 100 ლარიანი  ყოველთვიური  ფულადი დახმარება   ბინის დროებით დასაქირავებლად – საკუთარი საცხოვრებლის არმქონე  უმწეო  პენსიონერების, შშმ პირების, მარტოხელა მშობლების (სტატუსის მქონე)  და მოხუცების, მარჩენალდაკარგული  პირების (რომლებსაც ჰყავთ არასრულწლოვანი  შვილები), მრავალშვილიან და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა  მხარდაჭერისათვის, რომლებსაც შეექმნათ განსაკუთრებით მძიმე პირობები (სოციალური  მდგომარეობისა  და პირობების შემსწავლელი  კომისიის  გადაწყვეტილების   საფუძველზე).

არმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • განცხადება  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე
  • განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი
  • განმცხადებლის ბანკის ანგარიშის ნომერი.
გააზიარე