ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

თამარ მეფის ქუჩაზე 150-მდე ძირი ხე დაირგო

23 დეკემბერი, 2019
ფოტო: 

ფოტოალბომი facebook 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, თამარ მეფის ქუჩაზე გამწვანების მასშტაბური აქცია გაიმართა.

დაირგო 150-მე ძირი სხვადასხვა ჯიშის ხე.

გამწვანების აქციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია მოადგილეებთან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერ გიორგი შენგელიასთან, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი შენგელიას განცხადებით, გამწვანების აქციები მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე მომავალშიც ჩატარდება.

მიმდინარე წელს თამარ მეფის ქუჩაზე საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. მოწესრიგდა სანიაღვრე არხები, მოეწყო მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები,ბორდიურები და ტროტუარები, კეთილმოეწყო მრავალბინიანი კორპუსების ეზოები.

გააზიარე