ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

სტაციონარული სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება

ოპერაციების თანადაფინანსება - მოსარგებლეები: სოციალურად დაუცველი პირები (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები), შშმ პირები, სიმსივნით დაავადებული პირები, პენსიონრები, 0-18 წლამდე ასაკის ბავშვები; 

  • საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ან რომელიმე კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ ოპერაციის ღირებულების ნაწილს დაფინანსების შემთხვევაში თანადაფინანსების ოდენობა განისაზღვროს შემდეგნაირად: თანადაფინანსება საყოველთაო ჯანდაცვასთან/კერძო სადაზღვევო კომპანიასთან - 300.01   (სამასი ლარი და ერთი თეთრი)  ლარამდე  სრულად, 300.01 (სამას ლარი და ერთი თეთრი)-ლარიდან - 1000 (ერთი ათასი)  ლარამდე 60%-ით, 1000 (ერთი ათასი)-ლარიდან  2000(ორი ათასი)  ლარამდე 50%-ით, 2000(ორი ათასი) ლარის ზევით მაქსიმალური ლიმიტი 1000 (ერთი ათასი) ლარი; 

ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობისთვის ბენეფიციარი, თვითონ/ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მისაღებად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგენს:

  • განცხადებას;
  • პროგრამით მოსარგებლის და განმცხადებლის პირადობის  მოწმობის (საჭიროების შემთხვევაში დევნილის მოწმობის) ასლებს, დაბადების მოწმობის ასლს (საჭიროების შემთხვევაში) და რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (აუცილებლობის შემთხვევაში);
  • სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა  IV-100/ა-ს (დედანი);
  • ანგარიშ-ფაქტურას (დედანი);
  • საჭიროების შემთხვევაში ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
  • საჭიროების შემთხვევაში შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს;
  • მიმართვა საყოველთაო ჯანდაცვიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან მათ მიერ დაფინანსებული თანხის მითითებით (დამოწმებული ბეჭდით);
გააზიარე