ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

სპორტის მინისტრმა რიყეს სპორტული დარბაზი დაათვალიერა

17 ივლისი, 2017

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიასთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რიყეს ადმინისტრაციულ ერთეულში, განახლებული ძალოსნობის დარბაზი დაათვალიერა და სპორტსმენებს შეხვდა.

რიყეში ძალოსნობის დარბაზის რეაბილიტაცია მხარის გუბერნატორის ინიციატივითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით განხორციელდა,რომლის საერთო ღირებულებამ 46 762 (ორმოცდა ექვსი ათას შვიდას სამოცდაორი) ლარი შეადგინა.

დარბაზში 40 -მდე ახალგაზრდა ვარჯიშობს, მათ შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ზალოსნობაში ჭაბუკთა შორის ირაკლი ჩხეიძე, მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებში გიორგი ჩხეიძე და ევროპის პრიზიორი გოგა ჩხეიძე, ხოლო 7 ძალოსანი საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშია.

მინისტრმა ადგილობრივ ხელისუფლებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, სპორტსმენებს კი შემდგომი წარმატება უსურვა და სრული თანადგომა გამოუცხადა. 
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ მასობრივი სპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, 2016 წელს სამეგრელოს სპორტულ სკოლებს სამინისტროსგან საჩუქრად საჭირო სპორტული ინვენტარი გადასცა.

მინისტრთან ერთად რიყეს დარბაზი მხარის გუბერნატორის მოადგილე დათო კოდუამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავამ, გამგებლის მოადგილეებმა მამუკა წოწერიამ და თამაზ ჟორჟოლიანმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

გააზიარე