ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

23 თებერვალი, 2021
ფოტო: 

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

აღნიშნული პროგრამით განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტები, დღეს ნაწულუკუს, რიყეს, ზედაეწერის, ჩხორიას, ტყაიას, ჭკადუაშის, ბაშის, კორცხელისა და ნაცატუს მოსახლეობამ, ფარული კენჭისყრის პრინციპით გამოავლინა.

მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და მერის მოადგილეები გიგა ფარულავა და კონსტანტინე კაკავა დაესწრნენ.

როგორც მერმა აღნიშნა, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში 100-მდე პროექტი განხორციელდება.
,,დავიწყეთ იმ პროექტების შერჩევა, რომელიც ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდება, პროექტი მნიშვნელოვანია იმით რომ მოსახლეობა თვითონ ირჩევს პრიორიტეტებს.
მიმდინარე წლის ბოლომდე შესრულდება სამუშაოები და ადმინისტრაციულ ერთეულებში 100-მდე პროექტი განხორციელდება“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

 ნაწულუკუში მოსახლეობამ ზ. გამსახურდიას ქუჩიდან ეკლესიამდე, მ.კოსტავასა და ი. ლაზის ქუჩის გარე განათების მოწყობას დაუჭირა მხარი.

 რიყეში დ. ჯიქიას სახელობის პარკის არსებული ამორტიზებული ღობის მოხსნა და ახლის მოწყობა რკინის კონსტრუქციით, ასევე არსებული რკინის ღობის შეღებვა პრიორიტეტად დასახელდა.

 ზედაეწერის მოსახლეობამ სვანეთისა და სათორდიოს უბნებში სკვერის მოწყობასა და
წერეთლისა და იაშვილის ქუჩების ცენტრალურ გზასათან დამაკავშირებელი გზის მოხრეშვას მიანიჭა პრიორიტეტი.

 ჩხორიის მოსახლეობამ საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მინი სტადიონზე გულშემატკივართათვის ადგილების მოწყობას, კალათბურთის ფარებისა და კარების გამოცვლას და არსებულ სკვერში საბავშვო ატრაქციონების მოწყობას დაუჭირა მხარი.

 ტყაიაში არსებულ სკვერში დასაჯდომი ადგილების მოწყობას, სანაგვე ურნების განთავსებას და შენგელიას ქუჩაზე ხიდ-ბოგირის მოწყობას მიენიჭა პრიორიტეტი.

 ჭკადუაშში ზედა საანთიოს უბანში წყალმომარაგების დაქსელვა (13 ოჯახი),პრიორიტეტად დასახელდა.

 ბაშში საერთო კრებაზე მოსახლეობამ სოფლის ცენტრში სკვერის მოწყობას დაუჭირა მხარი.

 კორცხელში ზუგდიდი-წალენჯიხის ცენტალურ ტრასაზე, კორცხელის ადმინისტრაციული ერთეულის მონაკვეთზე (საკვარაცხელიოს უბნიდან ცენტრამდე) გარე განათების მოწყობა პრიორიტეტად დასახელდა.

 ნაცატუში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციასა და სოფლის ცენტრის კეთილმოწყობას დაუჭირეს მხარი.


,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება.

2020 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 89 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
მნიშვნელოვანია, რომ განსახორციელებელ პროექტებს მოქალაქეები თავად ირჩევენ მათთვის პრიორიტეტული საკითხების შესაბამისად.

პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში ეწყობა ხიდ-ბოგირები, მილ-ხიდები, სტადიონები, გარე განათება, სკვერები, მოსაცდელები და მემორიალი,ასევე, მიმდინარეობს გზების რეაბილიტაცია.

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მაქსიმალურად მორგებულია მოსახლეობის საჭიროებებზე და პრობლემაზე დროული რეაგირების საუკეთესო შესაძლებლობაა.

გააზიარე