ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

სოფელ ხურჩის მოსახლეობის, უმწეო კატეგორიის სტუდენტთა და დიალიზის პროგრამაზე მყოფ მოქალაქეთა სოც პროგრამა

  სოფელ ხურჩის მოსახლეობის, უმწეო კატეგორიის სტუდენტთა  და დიალიზის  პროგრამაზე მყოფ მოქალაქეთა ტრანსპორტით  მგზავრობის  ღირებულების თანადაფინანსების პროგრამა 

საზღვრისპირა რეგიონის მოსახლეობაზე ზრუნვა და ხელშეწყობა. მგზავრობის საფასურის თანადაფინანსება.საზღვრისპირა სოფელ ხურჩის მოსახლეობის  ტრანსპორტით მგზავრობის  ხარჯების თანადაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ს. ხურჩაში გამგებლის წარმომადგენლის, შ.პ.ს მუნიციპალური ტრანსპორტის მიერ წარმოდგენილი და გამგეობის შესაბამისი სამსახურის მიერ დადასტურებული დოკუმენტაციის საფუძველზე.  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი უმწეო კატეგორიის სტუდენტებისათვის    (რომლებიც სწავლობენ საქართველოს აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში) და დიალიზის პროგრამაზე მყოფი ბენეფიციარების  სამედიცინო დაწესებულებაში მგზავრობის  ხარჯების  თანადაფინანსება, კონკრეტულად:

 

  1. საზღვრისპირა  ს. ხურჩის მოსახლეობის ტრანსპორტით მგზავრობის ხარჯების თანადაფინანსება   (50%).   

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  •   შ.პ.ს მუნიციპალური ტრანსპორტის მიერ წარმოდგენილი ხარჯთანუსხა

2. 100  ლარიანი  ერთჯერადი  ფულადი  დახმარება - მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი უმწეო კატეგორიის სტუდენტებისათვის, რომლებიც სწავლობენ საქართველოს  აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებელში.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • განცხადება  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე
  • განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი
  •  სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი
  •  ცნობა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან 
  •  განმცხადებლის ბანკის ანგარიშის  ნომერი

100 ლარიანი  ყოველთვიური დახმარება – დიალიზის  პროგრამაზე  მყოფი ბენეფიციარების სამედიცინო დაწესებულებაში მგზავრობის ხარჯების  დასაფინანსებლად. ​​​​​​

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  •  განცხადება  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე
  •  განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი
  •  სამედიცინო  დოკუმენტი ფორმა N100
  • სამედიცინო დაწერსებულების მიერ  ყოველთვიურად  წარმოდეგენილი ცნობა
  • განმცხადებლის ბანკის ანგარიშის  ნომერი

 

გააზიარე