ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

სოციალურმა კომისიამ განცხადებები ადგილზე გადაამოწმა

3 აგვისტო, 2017

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურმა კომისიამ, შემოსული განცხადებები უჩაშონას, ჭაქვინჯის, ახალაბასთუმანის, ყულიშკარის, კახათის, ნარაზენის, შამადელას, დიდინეძის, ინგირის, დარჩელისა და განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილზე გადაამოწმა. განცხადებები ბინის ქირით უზრუნველყოფას, მომვლელის პროგრამაში ჩართვასა და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარებას შეეხებოდა. განცხადებების ადგილზე გადამოწმების შემდეგ, სოციალური კომისია სხდომაზე შეიკრიბება და გადაწყვეტილებას მიიღებს.

გააზიარე