ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

სოციალური სახლების მშენებლობაზე განცხადებების გადამოწმება გრძელდე

14 მარტი, 2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელსაც აგრძელებს უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახებისთვის სოციალური სახლების მშენებლობისა და ,,ერთი თბილი ოთახი“-ს პროგრამას.

აღნიშნულ პროგრამებში ჩართვის მსურველთა განცხადებების ადგილზე გადამოწმებისა და ანკეტირების პროცესი დაწყებულია.

კომისიამ განცხადებები ურთას, ცაიშის, ცაცხვის,ანაკლიას,განმუხურის,დარჩელის, კიროვისა და ნაწულუკუს ადმინისტრაციულ ერთეულებში და ზუგდიდში- რუსთაველის, არაგვისპირელის, ქირიას, წულუკიძის, მაცხოვრისკარის, ჭანტურიას, ლერმონტოვის, გრიბოედოვისა და გამსახურდიას ქუჩებზე გადაამოწმა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ჯამში 210 განცხადება შემოვიდა. აქედან, 132 სახლების მშენებლობაზე და 78 ,,ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაზე.

სახლების მშენებლობისა და ,,ერთი თბილი ოთახი“-ს პროგრამისთის მიმდინარე წელს 700 000 ლარია გამოყოფილი, აქედან 100 000 ლარი ,,ერთი თბილი ოთახი“-ს პროექტისთვისაა გათვალისწინებული.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015-2016-2017 წლებში 66 სახლი აშენდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტს 2015 წელს, სპეციალური ჯილდო, სწორედ ამ პროექტის განხორციელებისთვის გადაეცა.

გააზიარე