ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

სოციალური კომისია სახლების მშენებლობის საკითხზე შეიკრიბა

14 ივნისი, 2018

,,უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის“ თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი კომისია სხდომაზე შეიკრიბა და მიმდინარე წელს სოციალური სახლების მშენებლობის ლოტებად დაყოფისა და ტენდერის გამოცხადების საკითხზე იმსჯელა.

მიმდინარე წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე 25 ოჯახს ახალ სახლს აუშენებს, ხოლო წლის ბოლოს საცხოვრებელ ფართს 30-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახი მიიღებს. ,,ერთი თბილი ოთახის“-ს პროგრამაში კი 20 ოჯახი ჩაერთვება.

გააზიარე