ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

სოციალურად დაუცველთათვის

სოციალურად  დაუცველი  მოსახლეობის  ბუნებრივი  აირის ქსელში ჩართვისა და გათბობის საშუალებებით  მხარდაჭერის პროგრამა 

ითვალისწინებს  სოციალურიად  დაუცველი  მოსახლეობის  (65 ათასზე დაბალი სარეიტინგო ქულის  მქონე) ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვას.  იქ სადაც ამის  შესაძლებლობა  არ არის  ფულადი დახმარება   გათბობის საშუალებების   შესაძენად, კონკრეტულად:

1. ბუნებრივი  აირის ქსელში ჩართვა - სოციალურად დაუცველი (65 ათასზე დაბალი სარეიტინგო ქულის  მქონე)  ბენეფიციარებისათვის (გამგეობის  მიერ  შექმნილი  სპეციალური კომისიის  გადაწყვეტილების   საფუძველზე).

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  •  განცხადება  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე
  •  განმცხადებლის  პირადობის მოწმობის ასლი
  • სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი
  •  ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის  წერილი

2. 100 ლარიანი  ერთჯერადი ფულადი  დახმარება –  სოციალურად დაუცველი  ბენეფიციარებისათვის    (30 ათასზე დაბალი სარეიტინგო ქულის  მქონე) გათბობის საშუალებების შესაძენად.  

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:        

  • განცხადება  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე
  • განმცხადებლის  პირადობის მოწმობის ასლი
  • სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი
  • განმცხადებლის  ბანკის ანგარიშის  ნომერი

 

გააზიარე