ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

სოციალურად დაუცველი ოჯახების გათბობის საშუალებებით უზრუნველყოფის და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების მატერიალური და ფინანსური დახმარების პროგრამა

  • სოციალურად დაუცველი ოჯახების გათბობის საშუალებებით უზრუნველყოფის და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების მატერიალური და ფინანსური დახმარების პროგრამა

 

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობების მქონე ადგილობრივი მოსახლეობის, რომელთა  სარეიტინგო ქულა 30 000-ზე ნაკლებია, ზამთრისთვის საჭირო შეშით უზრუნველსაყოფად გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით. განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობების მქონე ოჯახების (40 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე მრავალშვილიანები, შშმ პირები, მარჩენალდაკარგულები, მარტოხელა დედები, მარტოხელა პენსიონრები და ა.შ.) ფინანსური მხარდაჭერა წელიწადში ერთხელ განსაკუთრებული საჭიროებისას 100-1000 (ასი-ერთი ათასი) ლარის ფარგლებში (სოციალური მდგომარეობისა და პირობების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით).

 

  • დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტის  მერიაში უნდა წარმოადგინოს:
  1. განცხადება;
  2.  ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;           
  3.  პირადობის მოწმობის ასლი;
  4. სხვა არსებული დოკუმენტები;
  5.  საბანკო ანგარიშის ნომერი;
  6.  ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.

 

გააზიარე