ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამა 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  მერიის 2018  წლის   სოციალური დახმარებების  პროგრამა 

 

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამა 

 

  •  განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობების მქონე პირთა, შშმ პირთა, მარტოხელა მშობელთა  და მოხუცთა ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფა.

 

  • კვების უზრუნველსაყოფად მოქალაქემ მუნიციპალიტეტის  მერიაში უნდა წარმოადგინოს:
  1.  განცხადება;
  2.  ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (სარეიტინგო ქულა  65 001-ზე ნაკლები), შშმ პირთა სტატუსის დამადასტურებელი ცნობა, მარტოხელა მშობლის ცნობა;
  3.  პირადობის მოწმობის ასლი;
  4.  სხვა არსებული დოკუმენტები;
  5. ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.

 

გააზიარე