ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  2017  წლის  ადგილობრივი  ბიუჯეტიდან  სოციალური დახმარებების  გაცემის  წესის დამტკიცების შესახებ

  შეზღუდული   შესაძლებლობის   მქონე   პირთა სოციალური დაცვა და  რეაბილიტაცია  ითვალისწინებს  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ფინანსურ მხარდაჭერას, მათი რეაბილიტაციასა  და რეინტეგრაციას საზოგადოებაში. შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე  პირებზე  ერთჯერადი დახმარებები. შშმ პირთა უფლებების დაცვის თარიღების აღნიშვნა, კონკრეტულად:

1. 200 ლარიანი ერთჯერადი ფულადი დახმარება – 18 წლამდე ასაკის შშმ  და  განსაკუთრებით  მძიმე  ავადმყოფი  ბავშვებისათვის.  

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • განცხადება  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე
  • განმცხადებლის  პირადობის მოწმობის ასლი
  • სამედიცინო  დოკუმენტი ფორმა N100-ს  ასლი
  • დაბადების  მოწმობის ასლი
  • საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის  წერილი
  •  განმცხადებლის ბანკის ანგარიშის ნომერი 

2.  100 ლარიანი ერთჯერადი ფულადი დახმარება – მკვეთრად  გამოხატული შშმ პირებისათვის. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  •  განცხადება  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე
  •   განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი
  • ცნობა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ
  • განმცხადებლის შშმ პირთან დამოკიდებულების  დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა,    ქორწინების მოწმობა) ასლი ან ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის  წერილი
  • განმცხადებლის ბანკის ანგარიშის ნომერი   

3. 100 ლარიანი ერთჯერადი ფულადი დახმარება - სმენადაქვეითებული  და შეზღუდული მეტყველების   მქონე პირებისათვის.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  •   განცხადება  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე
  •  განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი
  • სამედიცინო  დოკუმენტი ფორმა N100-ს ასლი  ან შესაბამისი უწყების (საზოგადოების)  მიერ  გაცემული  ცნობა (მოწმობა)
  • განმცხადებლის სმენადაქვეითებულ  და  შეზღუდული მეტყველების მქონე პირთან დამოკიდებულების     დამადასტურებელი დოკუმენტის  (დაბადების მოწმობა,   ქორწინების მოწმობა) ასლი ან ადმინისტრაციულ ერთეულში   გამგებლის წარმომადგენლის   წერილი
  •  განმცხადებლის ბანკის ანგარიშის ნომერი

4. 100 ლარიანი  ყოველთვიური  ფულადი დახმარება – განსაკუთრებით  მძიმე  მდგომარეობაში მყოფი   შშმ პირებისა და   უმწეო კატეგორიის  მარტოხელა მოხუცების   მომვლელზე (სოციალური  მდგომარეობისა  და პირობების შემსწავლელი  კომისიის  გადაწყვეტილების   საფუძველზე).

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  •  განცხადება  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე
  • განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი
  • ცნობა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ, სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი ან სამედიცინო  დოკუმენტი ფორმა N100-ს ასლი
  • განმცხადებლის შშმ პირთან ან  უმწეო კატეგორიის მარტოხელა მოხუცთან  დამოკიდებულების  დამადასტურებელი  დოკუმენტის (დაბადების მოწმობა,  ქორწინების მოწმობა) ასლი ან ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის  წარმომადგენლის  წერილი
  • განმცხადებლის ბანკის ანგარიშის ნომერი

5. ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდის ფინანსური მხარდაჭერა  (ოცი ათასი ლარის ფარგლებში)  წარმოდგენილი პროექტის   შესაბამისად.

6. 14 ივნისს და 3 დეკემბერს – შშმ პირთა  უფლებების დაცვის დღის  აღსანიშნავი   ღონისძიებების    ფინანსური მხარდაჭერა.

 

გააზიარე