ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

შეხვედრა ზუგდიდი Times-ის წარმომადგენლებთან

4 სექტემბერი, 2019

ფოტოალბომი facebook

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად, სამოქალაქო ჯგუფ ,,ზუგდიდი Times"-ის წევრებს შეხვდა.

გიორგი შენგელიას თქმით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები ადამიანებთან, რომლებსაც მუნიციპალიტეტის მომავალი აწუხებთ, ძალიან მნიშვნელოვანია. ერთობლივად, მათი ხედვებისა და იდეების გაზიარებით, ბევრი კარგი საქმის გაკეთებაა შესაძლებელი.

შეხვედრა დიალოგის ფორმატში გაიმართა და საუბარი მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებს, არსებულ საჭიროებებსა და პრობლემურ საკითხებს შეეხო.

გააზიარე