ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

შეხვედრა პოლონელ ექსპერტებთან პროექტ ,,Twining"-ის ფარგლებში

14 ივნისი, 2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში პოლონეთის რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ცენტრალურ და ეროვნულ დონეზე გაუმჯობესებული საინვესტიციო პროექტის განსაზღვრის, მეთოდოლოგიების შემუშავების, ინფარსტრუქტურის გაუმჯობესების და დაგეგმარების საკითხებზე იმსჯელეს. პოლონეთის ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან დაქვემდებარებული სატრანსპორტო პროექტების ცენტრის ექსპერტებმა ადგილობრივ ხელისუფლებას ევროკავშირის და წევრი სახელმწიფოების პრაქტიკა გაუზიარეს.

საინვესტიციო პროექტების შემუშავებასთან დაკავშირებით. ,,Twining"-ის პროექტის ფარგლებში გამართულ შეხვედრას სამხარეო ადმინისტრაციისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისის სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ.

გააზიარე