ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

შეხვედრა ცაიშისა და ცაცხვის მოსახლეობასთან

28 თებერვალი, 2019

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები, დღეს, ცაცხვისა და ცაიშის მოსახლეობას შეხვდნენ, მათი საჭიროებები მოისმინეს და მუნიციპალურ პროგრამებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

მოსახლეობასთან შეხვედრები ახალი ინიციატივის ,, „არაფერი მოქალაქეებზე-მოქალაქეების გარეშე“ ფარგლებში შედგა.

ინიციატივა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურმა მიმდინარე წელს დანერგა და მისი მიზანი მოსახლეობისთვის მუნიციპალურ პროგრამებზე ინფორმაციის მიწოდება, არსებული პროგრამების მონიტორინგი და საჭიროებების ადგილზე იდენტიფიცირებაა.

გააზიარე