ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

შეხვედრა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან

12 April, 2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოდგილე მაიზერ ნანავა, ასოციაცია ,,ათინათი“-სა და გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე პროექტზე სამოქალაქო საზოაგადოების ცნობიერების ამაღლება სამეგრელოს რეგიონში/გენდერული თანასწორობა და რეპროდუქციული უფლებები ისაუბრეს.

გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის 2012 წლიდან ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (შიდა) ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს სამი სააგენტოს - გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მჭიდრო თანამშრომლობით.

პროგრამის მიზანია ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური უფლებამოსილების გაძლიერება, ხელსაყრელი გარემოს შექმნა ქალთა მიმართ ძალადობის, განსაკუთრებით ოჯახში ძალადობის (DV) აღმოფხვრისთვის და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისთვის სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების ხელშეწყობის გზით.

ასოციაცია ,,ათინათი“ გაეროს მოსახლეობის ფონდთან თანამშრომლობით 2018 წელს იწყებს ამ პროექტის განხორციელებას ზუგდიდსა და ფოთში. პროექტი 10 თვიანია და ითვალისწინებს სამეგრელოს რეგიონში ახალგაზრდების ჩართულობის გზით გენდერული თანასწორობის ხელშემწყობ გარემოს შექმნას. 
ამ მიზნის მისაღწევად პროექტის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი.

შეხვედრას ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი კახაბერ ფარცვანია და მერიის ახალგაზრდულ და გენდერული თანასწორობის საქმეთა განყოფილების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გააზიარე